საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ტაშკენტის გრანდ სლემი
Aa
Aa

ტაშკენტის გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

3-5 მარტს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 11 სპორტსმენით წარსდგება, მათ შორის 9 ვაჟი, 2 კი გოგონა ძიუდოისტი იქნება.

სამწვრთნელო შტავის არჩევანი ასეთია:

ვაჟები:

-60 კგ. - ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან დარბაისელი

-66 კგ. - ბაგრატ ნინიაშვილი

-81 კგ. - ლევან გუგავა

-90 კგ. - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი

-100 კგ. - ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ. - გელა ზაალიშვილი

გოგონები:

-57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი

+78 კგ - სოფიო სომხიშვილი

როგორც ვნახეთ, -60, -90 და -100 კგ. წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრები 2-2 სპორტსმენით იასპარეზებს, -73 კგ. კატეგორიაში სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ჩვენს ქვეყანას წარმომადგენელი არ ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური გდებით! - მარგველაშვილი თელ ავივის გრად სლემის ჩემპიონია
ეფექტური გდებით! - მარგველაშვილი თელ ავივის გრად სლემის ჩემპიონია