მაროტა: “ლუკაკუ 103 კილოგრამს იწონის, ფორმაში უნდა ჩადგეს“
„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პორტუს“ მასპინძლობს. სიმონე ინძაგიმ, ძირითად შემადგენლობაში რომელუ ლუკაკუ არ დააყენა. ეს გადაწყვეტილება ბევრს გაუკვირდა, თუმცა „ნერაძურის“ პრეზიდენტმა ბეპე მაროტამ ამის მიზეზი ახსნა.
მაროტა:
„ლუკაკუ ახლა 103 კილოგრამს იწონის. ის ფიზიკურად უნდა იყოს მზად და ჯერ არ არის. მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა საუკეთესო ფორმას უბრუნდება. მწვრთნელი მის გარჯას აფასებს და აუცილებლად გამოიყენებს, თუმცა სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელებიც ძალიან მნიშვნელოვანები არიან.“
#Marotta: "#Lukaku ha 103 kg da portare sulle spalle, deve essere a posto fisicamente. Non lo è ancora, sta recuperando la forma migliore. L'allenatore ne valuta l'efficienza e l'utilizzo. Ma anche i co-titolari che sono in panchina sono importanti" pic.twitter.com/2hw7k1FPfN
— Daniele Mari (@marifcinter) February 22, 2023
შეგახსენებთ, რომ ბელგიელ თავდამსხმელს „ინტერში“ დაბრუნების შემდეგ გამუდმებით ტრავმები ტანჯავს. ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში დაზიანება 3-ჯერ მიიღო, რის გამოც დღემდე 92 დღე და 18 მატჩი გამოტოვა.
ასევე გეტყვით, რომელუმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 13 ჩატარებული მატჩი, 3 გოლი და 1 საგოლე პასია.