კარგი ამბავი - მენიო დაბრუნდა და ტოტენჰემთან მზად იქნება
ბოლო პერიოდში „მილანზე“ სულ არასასიამოვნო ინფორმაციები ვრცელდებოდა. „როსონერიში“ ტრავმების ეპიდემიაა, მაგრამ დღეს იტალიურმა მედიამ სასიამოვნო ამბავი გვამცნო.
ვიგებთ, რომ მაიკ მენიო „ტოტენჰემთან“ განმეორებით მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ცნობილი გახდა, რომ ფრანგმა კარის დარაჯმა დღეს სრულფასოვნად ივარჯიშა და არაფერი აღარ აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ მენიომ დაზიანება 2022 წლის 19 ოქტომბერს მიიღო და ამის გამო 140 დღე იუქმა. Gazzetta-ს ცნობით, „ატალანტასთან“ კვლავ ტატარუშანუ ითამაშებს, ხოლო „ფიორენტინასთან“ მენიო გამოჩნდება, რათა „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამართული შეხვედრა „მილანმა“ მოიგო. „როსონერის“ მხრიდან ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ბრაჰიმ დიაზმა გაიტანა. ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 8 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.