მესი ბრუნდება? ლეოს ევროპაში დარჩენა სურს - მისი მიზნები ცნობილია
Aa
Aa

მესი ბრუნდება? ლეოს ევროპაში დარჩენა სურს - მისი მიზნები ცნობილია

მესის მომავლის შესახებ ევროპულ პრესაში ახალი ინფორმაცია თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება. ლეო პარიზელებთან მოლაპარაკებებს აჭიანურებს და აშკარაა, რომ არგენტინელს პსჟ-სთან განშორების სურვილი აქვს, თუმცა ჯერჯერობით ახალი ვარიანტი არ შეურჩევია.

ცნობილი არგენტინული გამოცემა TyC Sports-ი წერს, რომ მესის ევროპაში დარჩენა უნდა. ლეოს კიდევ ერთი ოქროს ბურთისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა სურს.

„მესის სურს კარიერა ევროპაში გააგრძელოს, რათა აგვისტოში ოქროს ბურთის მკაფიო კანდიდატი იყოს და ასევე 2024 წლის კოპა ამერიკაზე კარგ ფიზიკურ კონდიციებში იყოს. მას ასევე სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება“,

- ვკითხულობთ TyC Sports-ზე.

TyC Sports-ის ჟურნალისტი გასტონ ედული წერს, რომ მესის ევროპაში ბარსელონასა და პარიზის გარდა სხვა ქალაქში ყოფნა არ სურს. ბუნებრივია ეს ყველაფერი სავარაუდო კლუბთა სიას მინიმუმამდე ამცირებს და მასში მხოლოდ „ბარსასა“ და პსჟ-ს ტოვებს. გადამწყვეტი ფაქტორი აქ ოჯახური მდგომარეობაა.

„მესის უყვარს ბარსელონა და ქალაქი, ის კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი კერპია, ამიტომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ დროისთვის ახალი არაფერია. ისე კი ლეოს ევროპაში პსჟ-სა და ბარსელონას გარდა სხვაგან თამაში არ სურს. ამის მიზეზი ოჯახური მდგომარეობაა.

ამჟმად, სულ მცირე, მესის გარემოცვა უარყოფს ყველა გავრცელებულ ინფორმაციას, რაც ლეოს ტრანსფერზე იწერება. ხორხე მესი არგენტინაში ოთხი დღის წინ დაბრუნდა“,

- განაცხადა ედულმა.

ლეოს პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და არგენტინელი თავისუფალი აგენტი ხდება.

ესპანელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო ამტკიცებს, რომ ლიონელ მესის „ბარსელონაში" დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაწყებულია.

რომერო ამბობს, რომ მესი ჩავის, ხოლო ლეოს მამა ჟოან ლაპორტას ესაუბრება. წყარო დასძენს, რომ არგენტინელი კლუბში დაბრუნებისკენ უკვე იხრება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ალბა და ბუსკეტსი ხელფასების შემცირებას გეგმავენ, რომ „ლა პულგას“ ტრანსფერზე ფინანსური პრობლემები არ შეიქმნას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „ჩვენი უდიდესი მტერი იქნება ფიქრი, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ“
სპალეტი: „ჩვენი უდიდესი მტერი იქნება ფიქრი, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ“