მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

პიოტრ იანი: „მერაბის დამარცხება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილთან ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა. რუსმა მებრძოლმა ინტერვიუ UFC Russia-ს მისცა და განაცხადა, რომ „მანქანასთან“ გამარჯვების მოპოვება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„თავს კარგად ვგრძნობ და ჩხუბისთვის ვემზადები, რომელიც 12 მარტს გაიმართება. შონ ომალისთან ორთაბრძოლის შემდეგ, პაუზის აღება მინდოდა და ტაილანდში, ვარჯიშის დასაწყებად ჩამოვედი. ამის შემდეგ, ჩემს მენეჯერს დავუკავშირდი და მითხრა, რომ დვალიშვილთან ჩხუბის თაობაზე, წინადადება ჰქონდა. ტოპ 5-ის სხვა მებრძოლები დაკავებული იყვნენ, მერაბი კი მე-3 ადგილზეა და ვფიქრობ, საინტერესო ორთაბრძოლა იქნება.

არის თუ არა ეს პრინციპული დაპირისპირება? ვერ ვიტყოდი, რომ პრინციპული ჩხუბია, მაგრამ სპორტული ინტერესი ნამდვილად არსებობს და მგონია, რომ ჩემი მხრიდან პროფესიონალიზმის გამოჩენა იქნება თუ ასე ვიფიქრებ. ჩემთვის ამ გამარჯვების მოპოვება საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნამდვილი ლიდერივით მოიქცა - ოსიმენის მაგარი ჟესტი კვარას პენალტის შემდეგ
ნამდვილი ლიდერივით მოიქცა - ოსიმენის მაგარი ჟესტი კვარას პენალტის შემდეგ