ხვიჩა კვარაცხელია, გუტი
Aa
Aa

გუტის მაგიური ქუსლი გახსოვთ? - კვარაცხელიამ მას იდეალურად მიბაძა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად, „აინტრახტის“ წინააღმდეგ გამართა და 2:0 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, თუმცა მეორე გოლის ეპიზოდში, ბრწყინვალე გადაცემა გააკეთა, რომელიც ცნობილი ესპანური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ყურადღების ცენტრში მოექცა.

გუტის მაგიური ქუსლი გახსოვთ? კვარაცხელიამ მას იდეალურად მიბაძა

„ხვიჩა კვარაცხელიას პირველ ტაიმში გაფუჭებული პენალტი ძალიან არ განუცდია. ქართველმა ფეხბურთელმა თავდაჯერებულობა შეინარჩუნა და თავისი რეპერტუარიდან საოცარი ასისტი გვაჩვენა, რომლის შემდეგაც დი ლორენცომ აინტრახტს მეორე გოლი გაუტანა. კვარადონამ მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა. ამჯერად, მან ზამბო ანგისას პასი მიიღო, ბურთი დაამუშავა, რის შემდეგაც აინტრახტის მცველებს შორის აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს, მან შესანიშნავად იმოქმედა, რამაც იდეალური საგოლე გადაცემა შექმნა.

კვარაცხელიამ თავისი ინტელექტი გვაჩვენა და დი ლორენცოს მისამართით, ქუსლით გაკეთებული ლამაზი პასით მადრიდის რეალის ყოფილ ფეხბურთელს, გუტის მიბაძა. ქართველს გუტის თამაში კარგად ახსოვს, რადგან ის ნეაპოლელი გენიოსის ერთ-ერთი კუმირია. „ჩემი პირველი კუმირი გუტი იყო და თბილისში მისი მაისურებით ვთამაშობდი“, - განაცხადა 22 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ხალხი ისევ აალაპარაკა“, - წერს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ხვიჩა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა 5-ზე მეტ გოლში მიიღო. მიმდინარე სეზონში მან 6 თამაშში 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილი: „FIFA-ს ჯილდოზე წარდგენა ძალიან სასიხარულოა“
ლოჩოშვილი: „FIFA-ს ჯილდოზე წარდგენა ძალიან სასიხარულოა“