ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო, ალესანდრო კოსტაკურტა
Aa
Aa

„მისი ეშინიათ“ - კაპელომ და კოსტაკურტამ ხვიჩაზე ისაუბრეს

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „აინტრახტი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:2 დამარცხდა. გოლები ოსიმენისა და დი ლორენცოს ანგარიშზეა. მეორე გოლისას ხვიჩა კვარაცხელიამ ქუსლით ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა.

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Sky Sport-ის სტუდიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

„მის წინააღმდეგ ყოველთვის ორმაგი მეურვეობაა, მის განიტრალებას ყოველთვის ორი ფეხბურთელი ცდილობს, რადგან მისი ეშინიათ. როცა მის ორი ფეხბურთელი მეურვეობს, მისი თანაგუნდელი თავისუფალი რჩება. აქედან გამომდინარე, ირვინგ ლოსანომ აქტიური იყო, თამაშში განსხვავება შეჰქონდა“.

„მილანის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ალესანდრო კოსტაკურტა: „კვარაცხელია ძლიერი პიროვნებაა, რაც დღევანდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა. „ნაპოლის“ თამაშზე გავლენას მაშინაც ახდენს, როცა შეცდომებს უშვებს. მატჩი სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში მის მიერ გამოუყენებელი პენალტი უდიდესი მნიშვნელობის იქნებოდა.

ეს ბიჭი ნამდვილი სამკაულია. ვიმედოვნებ, „ნაპოლიში“ მრავალი წელი ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ „აინტრახტთან“ საუკეთესო თამაში არ ჩაუტარებია, შეხვედრაზე გავლენა მოახდინა“.

კარაგერი: „ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული მოთამაშეა. მას შეუძლია განვითარდეს და ყველაფერს მიაღწიოს“.

საპასუხო მატჩი 16 მარტს ნეაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები