ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მარიო გიოტცე, ოლივერ გლასნერი
Aa
Aa

„კვარაცხელია შანსებს ქმნის“ - გლასნერი ნაპოლისთან მარცხის შემდეგ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „აინტრახტი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:2 დამარცხდა. გოლები ოსიმენისა და დი ლორენცოს ანგარიშზეა. მეორე გოლისას საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა.

მატჩის შემდეგ „აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა მედიასთან ისაუბრა.

„მეტოქემ 20-25 წუთი კარგად ჩაატარა და ეს პერიოდი მაქსიმალურად კარგად გამოიყენა, ჩვენ კი ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩვენთვის მატჩი ძალიან რთული გახდა განსაკუთრებით მაშინ, როცა მოედანზე 10 ფეხბურთელით დავრჩით.

უფრო ცოტა შეცდომა უნდა დაგვეშვა, თუმცა ნეაპოლში ტურისტების როლში არ მივდივართ. თუ გასვლით მატჩში ანგარიშს გავხსნით, ეს შესაძლოა მეტოქისთვის მცირე ნერვიულობის მიზეზი გახდეს. ჩვენთვის ასეთი სცენარია. ნაპოლი ძლიერი გუნდია, რომელიც მეტოქეზე ზეწოლას ახდენს. კვარაცხელია ყველგან იყო და ის შანსებს ქმნის, თუმცა ჩვენი თამაშით ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ".

მარიო გიოტცე: „თამაში ჩვენთვის არახელსაყრელი გზით განვითარდა, 0:1-ს ვაგებდით, როცა მოედანზე 10 ფეხბურთელით დავრჩი და შემდეგ ყველაფერი ჩვენთვის ცუდად გაგრძელდა“.

საპასუხო მატჩი 16 მარტს ნეაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „ჩვენი უდიდესი მტერი იქნება ფიქრი, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ“
სპალეტი: „ჩვენი უდიდესი მტერი იქნება ფიქრი, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ“