ნაპოლი, აინტრახტი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sofascore - ხვიჩამ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლი“ სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ეფექტური საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა „პარტენოპეის“ ფეხბურთელები შეაფასა. აღსანიშნავია, რომ „კვარამ“ ოლივეირასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.

მერეტი(7.3), დი ლორენცო(8.6), რაჰმანი(7.6), კიმ მინ-ჯე(8.4), ოლივეირა(6.6), ანგისა(8.8), ლობოტკა(6.7), ზიელინსკი(7.5), ლოსანო(8.0), ოსიმენი(7.7), კვარაცხელია(6.6), სიმეონე(6.9), პოლიტანო(6.8), ელმასი(6.6), ნდომბელე(6.2).

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი „აინტრახტთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული დამარცხებულია - რეალის მორიგი დიდებული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე
ლივერპული დამარცხებულია - რეალის მორიგი დიდებული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე