ხვიჩა კვარაცხელია, ჩირო ვენერატო
Aa
Aa

ვენერატო: „ხვიჩამ აგენტს უთხრა, რეალისა და ნიუკასლის წინადადებები დაებლოკა“

იტალიური RAI-ს ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მადრიდის „რეალისა“ და „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინადადებები დაბლოკა. ვენერატოს კომენტარს Spazionapoli ავრცელებს.

ჩირო ვენერატო: „ხვიჩა კვარაცხელიამ მის აგენტს უთხრა, რომ „რეალისა“ და „ნიუკასლის“ წინადადებები დაებლოკა, რადგან მას „ნაპოლიში“ დარჩენა და კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 1 წლით გახანგრძლივდება, ფეხბურთელის ხელფასი 2,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც ბონუსები დაემატება. გარდა ამისა, კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა აღარ ჩაიწერება, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელს კლუბიდან წასვლა არ სურს, „ნაპოლის“ დატოვებას არ აპირებს“.

ამ საკითხზე ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამაც გაავრცელა. მისი ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის მიხედვით ფეხბურთელის ხელფასი €1,1 მილიონიდან €2,5-€3 მილიონამდე გაიზრდება. ხვიჩას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში 2028 წლის ზაფხულამდე „ნაპოლის“ ფეხბურთელი იქნება.

შეგახსენებთ, 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუზეპე ბერგომი: „ხვიჩა და ოსიმენი მსოფლიოში საუკეთესოები არიან“
ჯუზეპე ბერგომი: „ხვიჩა და ოსიმენი მსოფლიოში საუკეთესოები არიან“