“შესაძლოა ისტორია დაიწეროს“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე
Aa
Aa

“შესაძლოა ისტორია დაიწეროს“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე

სულ მალე საკალათბურთო მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება. საქართველოს ნაკრები L ჯგუფში იმყოფება. ზუროსის გაწვრთნილ გუნდზე კი FIBA-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

რას წერს FIBA?

„საკვალიფიკაციო ეტაპის L ჯგუფში შესაძლოა ისტორია დაიწეროს. ფავორიტები საქართველო და ისლანდია არიან. მათ აქვთ შანსი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოხვდნენ. უკრაინა კი ამ ნაკრებების ჩავარდნის იმედად არის.

საქართველო და ისლანდია კომფორტულ მდგომარეობაში არიან, რადგან ყველაფრის გადაწყვეტა თავად შეუძლიათ. რომელი ნაკრებიც დარჩენილ თამაშებს მოიგებს, მსოფლიო ჩემპიონატზეც ის წავა. ორი მოგებით აზიის ნანატრი ბილეთის მიღება შეუძლიათ.

საქართველოს უფრო მარტივი ამოცანა აქვს, რადგან ისინი უშანსოდ დარჩენილ ნიდერლანდებს ხვდებიან, ხოლო ისლანდია მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს დაუპირისპირდება. უკრაინა კი, თუ იტალიასთან წააგებს ყველაფრის შანსს დაკარგავს.

დიდი მატჩი იქნება თბილისში, როდესაც საქართველო ისლანდიას დაუპირისპირდება. საქართველოს უპირატესობა ექნება, რადგან 2022 წლის ნოემბერში სტუმრად ისლანდია 88:85 დაამარცხა. თუ საქართველო ნიდერლანდებთან წააგებს და ისლანდია ესპანეთს მოუგებს, ასეთ შემთხვევაში ისლანდიას თბილისში ნებისმიერი ანგარიშით მოგება აწყობს.“

შეგახსენებთ, რომ ზუროსის გაწვრთნილ შეგირდებს მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 მოგება და 4 წაგება აქვთ. ასევე გეტყვით, L ჯგუფიდან ესპანეთი და იტალია უკვე გავიდნენ, ხოლო ბოლო გამსვლელი მესამე ადგილისთვის საქართველო, ისლანდია და უკრაინა იბრძვიან.

საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს სტუმრად ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 23 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მზადება ისტორიული მატჩებისთვის - ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა
მზადება ისტორიული მატჩებისთვის - ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა