Goal.Com-ის სენსაცია: პსჟ ჯერარდის კანდიდატურას განიხილავს
კრისტოფ გალიეს „პარი სენ ჟერმენში“ დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებენ. ევროპულ მედიაში უკვე მის შეცვლაზე იწერება. ავტორიტეტული გამოცემა GOAL კი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ ფრანგულ გიგანტს სტივენ ჯერარდი დაუკავშირეს. ამ ინფორმაციას შოტლანდიური Daily Express-იც ადასტურებს.
პარიზში თვლიან, რომ „ლივერპულის“ ყოფილ კაპიტანს ყველა ის თვისება აქვს, რომელიც მბაპესგან, მესისგან და ნეიმარისგან მაქსიმუმს ამოიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერარდი უკანასკნელად „ასტონ ვილას“ წვრთნიდა და ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, პსჟ ამ მომენტისთვის ლიგა 1-ს ლიდერობს, მაგრამ საფრანგეთის თასზე „მარსელთან“ დამარცხდა და გალტიეს კრიტიკა სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო. ასევე, ფრანგულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში საკუთარ კედლებში „ბაიერნთან“ წააგო.
ჯერჯერობით, ჯერარდის დანიშვნასთან დაკავშირებით არც კლუბს და არც ფრანგულ მედიას არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ.