გიორგი ხარაიშვილი დინამო თბილისის ფეხბურთელია
გიორგი ხარაიშვილი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია. ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბს უნგრული „ფერენცვაროშიდან“ იჯარის წესით შეუერთდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება 6 თვის ვადით გაფორმდა.
სხვადასხვა დროს 26 წლის ქართველი ნახევარმცველი „ფერენცვაროშში“, შვედურ „გიოტებორგში“ და თბილისის „საბურთალოში“ ასპარეზობდა. უნგრულ კლუბში, მას ტრავმების გამო დიდი ხანი გაუცდა და „ფერენცვაროშის“ მაისურით მონაწილეობა მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 1 გოლია.
გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. მას ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. ჩვენი კლუბის ახალწვეული სავარჯიშო პროცესში 21 თებერვლიდან ჩაერთვება.
მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით