ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

მიმდინარე სეზონში მესამედ - ოთარ კაკაბაძე ტურის სიმბოლურშია

პოლონეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „სტალ მილეცს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში იმარჯვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 2:1 მოიგო და ოთარმა „კრაკოვიას“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენილა.

კაკაბაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში მეორე ნახევრის სტარტზე ჩაერთო, რის შემდეგაც გოლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა. ოთარს კარგი თამაში დაუფასდა და პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მიმდინარე სეზონში, იგი ტურის სიმბოლურში მესამედ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ამრიგად, „კრაკოვიამ“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და პოლონეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. კაკაბაძის გუნდს 32 ქულა აქვს და მესამეადგილოსან „ლეხს“ 4 ქულით ჩამორჩება. „კრაკოვია“ მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს გამართავს და „პიასტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ არ გავარდებიან, ძეგლი დაუდგან“ - რას წერენ მამარდაზე უცხოელი ქომაგები
„თუ არ გავარდებიან, ძეგლი დაუდგან“ - რას წერენ მამარდაზე უცხოელი ქომაგები