ანა კალანდაძის წარმატება - ჯგუფური ეტაპის MVP გახდა
ქართველი ფრენბურთელი, ანა კალანდაძე CEV ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე გახდა. CEV ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობდა და ანამ ხმების 40.8 (23 221 ხმა) პროცენტი მიიღო, რაც გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
View this post on Instagram
კალანდაძე პოლონური კლუბის, „დეველოპრეს ჟეშუფის“ ღირსებას იცავს და მისმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 2 შეხვედრაში იმარჯვა. „კონელიანოს“ წინააღმდეგ, ანამ 16 ქულა აიღო, „მულჰაუსთან“ – 19, ხოლო „ვაშაშ ობუდასთან“ – 21.
შეგახსენებთ, რომ კალანდაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეიოფში ითამაშებს, სადაც „ვოლერო ლე კანს“ დაუპირისპირდება. მატჩი 23 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.