ხვიჩა კვარაცხელია, ჯიჯი მერონი
Aa
Aa

Corriere dello Sport-ის რედაქტორი: „ხვიჩა ჯიჯი მერონის მაგონებს“

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Corriere dello Sport-ის რედაქტორმა ივან ძაძარონიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ძაძარონიმ „კვარათი“ აღფრთოვანება გამოხატა და იგი ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, ჯიჯი მერონის შეადარა.

„ამ ნაპოლის შესაქებად ზედსართავი სახელები გამოგველია. ახლანდელი სერია A რამდენიმე წლის წინანდელ საფრანგეთის ჩემპიონატს ჰგავს, როცა პარი სენ-ჟერმენის დომინაცია აშკარა იყო. ნაპოლის გარეშე სერია A სერია B იქნებოდა. პარტენოპეის მოდელი ყველასთვის მისაბაძი მაგალითია, როგორც ტექნიკური და ტაქტიკური, ისე ეკონომიკური გადმოსახედიდან და პლუს ამას, მათ ჰყავთ კვარა და ოსიმენი, რომლებიც განსხვავებას ქმნიან.

ქართველი შემტევი ჯიჯი მერონის მაგონებს, ოღონდ, მისი თანამედროვე ვერსიაა, რადგან არაპროგნოზირებადია, მეტოქეებს შორის პეპელასავით ფარფატებს და რთულ რაღაცებს მარტივად აკეთებს. არ მაინტერესებს, საერთოდ რომ არ იცინის. სანამ გულშემატკივრების სახეზე ღიმილს აჩენს, ეს პრობლემა არაა. რაში აქვს მოსამატებელი? რაღაც კომპონენტები არის, მაგრამ რომც არ მოუმატოს, ასეთს მაინც გავიფორმებდი, რადგან გიჟურ რაღაცებს აკეთებს“.

ვინ იყო ჯიჯი მერონი

ჯიჯი მერონი ტორინოს გარემარბი იყო, რომელსაც იტალიური ფეხბურთის ჯორჯ ბესტს უწოდებდნენ. იგი 1967 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. 15 ოქტომბერს  „ტორინომ“ „სამპდორია“ 4-2 დაამარცხა და ფაბრიციო პოლეტიმ და ჯიჯი მერონიმ გამარჯვების ბარში აღნიშვნა გადაწყვიტეს. ისინი საკმაოდ განიერ ქუჩას, „კორსო რე უმბერტოს“ კვეთდნენ, როცა სწრაფად მომავალი მანქანის გამო, ქუჩის შუა ნაწილში გაჩერდნენ. ფეხბურთელებმა ინსტინქტურად  უკან დაიხიეს, რის გამოც „ფიატის" მოდელის ავტომობილმა მათ გვერდი ვეღარ აუქცია. მანქანა მერონის ისე დაეჯახა, რომ იტალიელი გარემარბი გვერდით გადააგდო, რის შემდეგაც მას მოწინააღმდეგე მხრიდან მომავალი მანქანა დაეჯახა და ქუჩის ბოლომდე ათრია. ლუიჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ორივე ფეხი ჰქონდა მოტეხილი და დაზიანებები მკერდსა და თავზე აღენიშნებოდა. ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, მაგრამ მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი კერპის სიკვდილში ბრალი მიმიძღვის“ - გაფრენილი პეპელა სახელად ჯიჯი მერონი
„ჩემი კერპის სიკვდილში ბრალი მიმიძღვის“ - გაფრენილი პეპელა სახელად ჯიჯი მერონი