GOAL.COM-ის რჩეულები - კვარა 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
იტალიის სერია A-ში, 23-ე ტურის დასრულების შემდეგ, ცნობილი გამოცემა Goal.com-ის იტალიურმა ბიურომ სიმბოლური თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთი უმაღლესი ქულით არის შეფასებული.
რას წერს GOAL.COM კვარაზე:
სერია A-ში მისი პირველივე თამაშის აღსაწერად ზედსართავი სახელების პოვნა უკვე გვიჭირს. მან, „სასუოლოს“ წინააღმდეგ თავის გუნდს მოგებისკენ გზა ბრწყინვალე გოლით გაუხსნა, ლიგაში მისი შედეგი კი აბსოლუტური მარგალიტია: 19 მატჩი, 10 გოლი და 11 პასი. ნამდვილად გასაოცარი რიცხვებია.
მეკარე: პერინი (იუვენტუსი).
მცველები: მარუშიჩი (ლაციო), ბასჩიროტო (ლეჩე), ტიაუ (მილანი), სპინაცოლა (რომა).
ნახევარმცველები: ბლინი (ლეჩე), სორიანო (ბოლონია), მხითარიანი (ინტერი).
თავდამსხმელები: კვარაცხელია (ნაპოლი), იმობილე (ლაციო), დი მარია (იუვენტუსი).
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 24 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
23 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 62 ქულით ლიდერობს და უახლოესმდევარ „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს.