ფინალის ბილეთები გაუნადგურა - ნიუკასლის ქომაგი საკუთარ ძაღლს ყიდის
„ნიუკასლის“ გულშემატკივარმა, ალან კარლინგმა საკუთარი ძაღლის, რუდის გაყიდვა გადაწყვიტა. „ლივერპულთან“ გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც „კაჭკაჭებმა“ 0:2 წააგეს, კარლინგი სახლში დაბრუნდა და საშინელი სცენა დახვდა.
„ნიუკასლის“ ქომაგმა აღმოაჩინა, რომ რუდის კარაბაოს თასის ფინალური შეხვედრის ბილეთები გაუნადგურებია, რომლებიც ალანმა ფოსტით მიიღო. მომხდარის გამო, მან გადაწყვიტა, საკუთარი ძაღლი გაყიდოს და მის სანაცვლოდ 5 გირვანქა სტერლინგს ითხოვს.
???? #NUFC fan Alan Carling returned home disappointed after the Liverpool game to find his dog Rudy had made the day even worse! His owner came home to his League Cup final tickets, that had arrived earlier through the post, shredded by the dog! ????????
— Magpie 24/7 (@Magpie24_7) February 20, 2023
Got to be a mackem dog ... pic.twitter.com/1voDtXKzII
„ეს ჩემი ძაღლი რუდია. რუდი პატარა ძაღლიშვილია და თვლის, რომ ფოსტით მიღებული წერილები მის სახლში შეჭრის მცდელობას წარმოადგენს. ნიუკასლის მატჩის ნახვის შემდეგ, რომელიც ლივერპულთან გავმართეთ და საკუთარ კედლებში მიმდინარე სეზონში პირველად დავმარცხდით, სახლში დავბრუნდი და რუდიმ გადაწყვიტა, ჩემთვის უემბლის ბილეთების შეჭმით დაეცინა. ეს ძაღლი იყიდება და მისი ფასი 5 გირვანქა სტერლინგია“, - დაწერა კარლინგმა.
ცნობისთვის, კარაბაოს თასის ფინალური შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართება და „ნიუკასლი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.