ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჟორჟინიო
Aa
Aa

ჟორჟინიო: „ოსიმენი და კვარა დაფრინავენ“

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟორჟინიომ, რომელიც ამჟამად „არსენალის“ ღირსებას იცავს, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. ჟორჟინიომ ინტერვიუ DAZN-ს მისცა და „პარტენოპეის“ შემტევი დუეტის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ოსიმენი და კვარაცხელია საოცარ რაღაცებს აკეთებენ. სიმართლე გითხრათ, მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ბიჭს (ხვიჩაზე საუბრობს) არ ვიცნობდი, ოსიმენზე კი ყველაფერი ვიცოდი. ვიქტორის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშე და მან ჩვენს მცველებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ ოსიმენის ტრანსფერამდე დამირეკა და მასზე მკითხა, მე კი ვუთხარი, რომ აუცილებლად გაეფორმებინა, რადგან ის ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი იყო და კარგად თამაშობდა. კვარაცხელია და ოსიმენი დაფრინავენ და ყველაფერი მშვენივრად მიდის. ნაპოლიში გამარჯვებულის ენერგიაა და ამ გუნდს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია“.

შეგახსენებთ 23 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 62 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტს რამდენიმე საათში ვიხილავთ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე, „ნაპოლი“ სტუმრად „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველ მესამე დღეს გვაჩვენებენ, რა შეუძლიათ“ - გიოტცე ოსიმენი-კვარას დუეტზე
„ყოველ მესამე დღეს გვაჩვენებენ, რა შეუძლიათ“ - გიოტცე ოსიმენი-კვარას დუეტზე