დანი ალვეში
Aa
Aa

„უბრალოდ, მისი დაცვა მსურდა“ - ალვეშის ჩვენება სასამართლოზე

დანი ალვეშის სკანდალურ საქმეზე გამოძიება კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, ბარსელონაში საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც ბრაზილიელი ფეხბურთელი მოსამართლის წინაშე სიტყვით წარსდგა.

ჩვენებაში, ალვეშმა თქვა, რომ 23 წლის გოგონას დაცვა სურდა. ალვეშის სიტყვებს ესპანური სააგენტო Es.Era.Cat-ი ავრცელებს:

საქმე იმაშია, რომ მე ამ ქალბატონის დაცვა მსურდა, ის კი პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. მე ამ გოგონას საერთოდ არ შევხებივარ.

ალვეშმა გაუპატიურების საქმეზე ჩვენება ადრე სამჯერ მისცა. თავდაპირველად ბრაზილიელმა თქვა, რომ არ იცნობდა გოგონას, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, შემდეგ თქვა, რომ ნახა, მაგრამ არაფერი იყო. შემდეგ კი მან თქვა, რომ სწორედ ის დაესხა თავს, როცა დანი თავის დაღწევას აპირებდა, გოგონა ძალის გამოყენებით მასთან ორალური სექსით დაკავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები