კალათბურთელები ამსტერდამში ჩაფრინდნენ - წინ ორი ისტორიული მატჩია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადება.
ილიას ზუროსმა გუნდი გუშინ არასრული შემადგენლობით თბილისი არენაზე ავარჯიშა, დღეს დილით კი ჩვენმა გუნდმა გეზი ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამისკენ აიღო, სადაც ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა.
ქართველი კალათბურთელების მგზავრობასა და უახლოეს გეგმებზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ და მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ანატოლი ბოისამ ისაუბრეს.
ვიქტორ სანიკიძე:
ანატოლი ბოისა:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 თებერვალს კი თბილისში, ისლანდიის ეროვნულ გუნდს მიიღებს.