ხვიჩა კვარაცხელია, მარიო გიოტცე, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ყოველ მესამე დღეს გვაჩვენებენ, რა შეუძლიათ“ - გიოტცე ოსიმენი-კვარას დუეტზე

ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფეხბურთელმა, მარიო გიოტცემ „ნაპოლისთან“ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. 30 წლის შემტევი საკუთარ მთავარ მწვრთნელს, ოლივერ გლასნერს პრესკონფერენციაზე ახლდა და ჟურნალისტების ერთ-ერთი შეკითხვა ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას შეეხებოდა.

„ოსიმენი და კვარაცხელია? თუ გადავხედავთ როგორ თამაშობენ, განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში, ყველაფერი ნათელია! მათ შესანიშნავი ხარისხი და ხასიათი აქვთ. ისინი ყოველ მესამე დღეს აჩვენებენ, რა შეუძლიათ. ვიმეორებ, ხვალინდელ დაპირისპირებას მოუთმენლად ველი, რათა ჩემი თავი ამ უმაღლესი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოვცადო. სპალეტის გუნდს სკუდეტოს მოგების შესანიშნავი შანსი აქვს.

ნაპოლის მატჩების ვიდეოჩანაწერებს უნდა ვუყუროთ და ვაღიაროთ, რომ შესანიშნავ ფორმაში არიან. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ვიცით, რა შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენს თავზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული და მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ლამაზი თამაში იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა „აინტრახტსა“ და „ნაპოლის“ შორის 22 თებერვალს, 00:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი 16 მარტს ნეაპოლში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური ჩატენვები და ასისტები - მამუკელაშვილმა G ლიგის All Star-ში ითამაშა
ეფექტური ჩატენვები და ასისტები - მამუკელაშვილმა G ლიგის All Star-ში ითამაშა