კარიმ ბენზემა, ტონი კროოსი, აურელიენ ჩუამენი
Aa
Aa

დიდი დანაკლისი - ლივერპულთან რეალს კროოსი და ჩუამენი არ ეყოლება

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას „ენფილდზე“ გამართავს და „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. „სამეფო კლუბი“ ინგლისში სერიოზული დანაკლისით ჩადის და ნახევარდაცვის ორი წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება.

როგორც გაირკვა, კარლო ანჩელოტის გუნდს ტონი კროოსი და აურელიენ ჩუამენი დააკლდება. გერმანელი ჰავბეკი ნაწლავის ინფექციას ებრძვის, რამაც მის წონაზე დიდი გავლენა მოახდინა, ჩუამენის კი გრიპი აქვს და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

„ბლანკოსის“ ქომაგებისთვის სასიამოვნო ინფორმაციაც გავრცელდა. „ლივერპულთან“ მატჩის განაცხადში კარიმ ბენზემა მოხვდა და დიდი ალბათობით, ფრანგ თავდამსხმელს მოედანზე ვიხილავთ. ბენზემას ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებდა და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა Marca-ს თუ დავუჯერებთ, კარიმი „წითლებს“ პირველივე წუთიდან შეუტევს.

შეგახსენებთ, რომ კლოპის გუნდი „რეალთან“ დაპირისპირებას კარგი განწყობით ხვდება. მერსისაიდელებმა „ნიუკასლს“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგეს და „კაჭკაჭები“ სტუმრად 2:0 დაამარცხეს, მანამდე კი „ენფილდზე“ „ევერტონს“ სძლიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „კონორს ჩემთან შანსი არ აქვს, პიმბლეტმა იცის, რომ არაფრად ვარგა“
თოფურია: „კონორს ჩემთან შანსი არ აქვს, პიმბლეტმა იცის, რომ არაფრად ვარგა“