რაფა ბენიტესი
Aa
Aa

ბენიტესი: „რეალს ცენტრფორვარდის ყიდვა ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრეს“

„რეალისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფა ბენიტესმა Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და „ბლანკოსის“ მესვეურებისადმი უკმაყოფილება გამოხატა. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მან კლუბის ხელმძღვანელებს ცენტრფორვარდის ყიდვა სთხოვა, მაგრამ ბოსებმა ჩათვალეს, რომ ახალი თავდამსხმელი საჭიროებას არ წარმოადგენდა.

„მე და ჩემი ასისტენტები ვფიქრობთ, რომ რეალში გამარჯვებების მოპოვების საშუალება არ მოგვცეს. როცა გუნდი დავტოვეთ, ჩემპიონთა ლიგისთვის ვიბრძოდით, თასიდან გამოვარდნა შეცდომის ბრალი იყო, ხოლო ლა ლიგაში ბარსელონას 2 ქულით ჩამოვრჩებოდით და ერთით ნაკლები მატჩი გვქონდა გამართული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მადრიდელებმა გამოიყენეს გუნდი, რომელიც ჩვენი ყოფნისას კარგად მუშაობდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

მახსოვს, ცენტრფორვარდი გვაკლდა და კლუბს ვუთხარი, რომ ამ პოზიციის ფეხბურთელი გვეყიდა, მაგრამ ჩათვალეს, რომ ამის საჭიროება არ ყოფილა. არადა, როცა ბენზემა ვერ თამაშობდა, სერიოზული პრობლემები გვექმნებოდა. უნდა ვაღიარო, რომ რეალში კარგად არ მოგვექცნენ, ლივერპულში კი ყველაფერი სხვანაირად იყო. დავბრუნდები თუ არა ენფილდზე? ჩემი აზრით, იურგენ კლოპი არსად წავა და მას გუნდის მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესი „რეალს“ 2015-16 წლებში წვრთნიდა. „სამებო კლუბის“ დატოვების შემდეგ, მან „ნიუკასლს“ მიაშურა, სადაც 2019 წლამდე დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „კონორს ჩემთან შანსი არ აქვს, პიმბლეტმა იცის, რომ არაფრად ვარგა“
თოფურია: „კონორს ჩემთან შანსი არ აქვს, პიმბლეტმა იცის, რომ არაფრად ვარგა“