ჯუზეპე ბერგომი: „ხვიჩა და ოსიმენი მსოფლიოში საუკეთესოები არიან“
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, 1982 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა ჯუზეპე ბერგომიმ Sky Calcio Club-სთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
ჯუზეპე ბერგომი: „შემტევების საუკეთესო წყვილი მსოფლიოში? ამ მომენტისთვის კვარაცხელია და ოსიმენი მსოფლიოში საუკეთესონი არიან. კვარა შთამბეჭდავია: როცა დრიბლინს ახორციელებს, არ ეშინია და მეტოქეს კონტაქტს აგრძნობინებს. ის აერთიანებს სისწრაფეს ტექნიკასთან და დამანგრეველ აჩქარებასთან“.
ბერგომიმ „ნაპოლის“ შესახებ გასული წლის ოქტომბერშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდის ახალწვეულებმა „ნაპოლი“ პროგრესის გზაზე დააყენეს.
22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, 24 წლის ნიგერიელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 18 გოლი შეაგდო. გოლების ბრწყინვალე სტატისტიკის გარდა 3 საგოლე პასი შეასრულა.