მზადება ისტორიული მატჩებისთვის - ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.
ილიას ზუროსის გუნდმა დღეს, თბილისი არენაზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ხვალ კი დილის 7 საათიდან გეზს ნიდერლანდებისკენ აიღებს, სადაც გუნდს ლეგიონერები - თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი და ბექა ბურჯანაძე შეუერთდებიან.
დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და რამდენიმე კალათბურთელმა მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები 23 თებერვალს, სტუმრად ნიდერლანდებს შეხვდებიან, 26 თებერვალს კი თბილისი არენაზე ისლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. აქვე გეტყვით, რომ ისლანდიასთან გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.