ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო მოჯი
Aa
Aa

„მეტოქეს ათვინიერებენ, როგორც ცირკში ლომებს“ - მოჯიმ ნაპოლიზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ გამოცემა Libero-სთან ინტერვიუში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა.

„თუ „ნაპოლი“ გოლს გაიტანს, ანგარიშის შენარჩუნებაზე არ ფიქრობს, ისევ ისე თამაშობს, როგორც 0:0-ზე. ლობოტკა და ანგისა ბურთს ბრწყინვალედ აკონტროლებენ, მათი მეშვეობით „ნაპოლის“ მხარესაა ბურთის ფლობის უპირატესობა, მეტოქეს წრეზე სირბილით ღლიან და შემდეგ კვარაცხელიასა და ოსიმენის დახმარებით მეტოქეს ნოკაუტში აგდებენ, როგორც რეჯო ემილიაში „სასუოლოსთან“ მოხდა.

„ნაპოლის“ ფეხბურთელები მეტოქეს ისე ათვინიერებენ, როგორც მომთვინიერებლები ცირკში ლომებს“.

იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონელო პერილომ Radio Marte-სთან ხვიჩა კვარაცხელიაზე შემდეგი რამ თქვა: „ჩემი აზრით კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესოა, სხვა ასეთ მოთამაშეს ვერ ვხედავ“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში 19 მატჩში 10 გოლი შეაგდო, 9 საგოლე პასი შეასრულა. მე-10 გოლი „სასუოლოსთან“ მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „ნაპოლიმ“ 20 შეხვედრა მოიგო, პირველ ადგილზეა. „პარტენოპეის“ 62 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ ელის, სერია A-ში კი მისი მომდევნო გაჩერება „ემპოლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტი გაფორმებულია - ოქრიაშვილი საქართველოში ითამაშებს
კონტრაქტი გაფორმებულია - ოქრიაშვილი საქართველოში ითამაშებს