გაგრა, თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

კონტრაქტი გაფორმებულია - ოქრიაშვილი საქართველოში ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი დღეს დილით გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით ზაფხულამდე 31 წლის შემტევი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, ოქრიაშვილის პირველი პროფესიული კლუბი „გაგრა“ იყო.

2021-22 წლების სეზონი ოქრიაშვილმა კვიპროსულ აპოელ-ში გაატარა, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და 2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თავისუფალი აგენტი იყო. ამ ეტაპზე უცხოურ კლუბთან შეთანხმება არ შედგა და მას დროებით „გაგრაში“ ვიხილავთ, რაც აღნიშნული გუნდის მატჩების მიმართ ქომაგთა ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ოქრიაშვილს ''გაგრაში'' (2009-10), ''ილიჩევეცში'' (2010-13), ''ჩერნომორეცში'' (2014), ბელგიურ ''გენკში'' (2014-15), რუსულ ''კრასნოდარში'' (2016-18), ''ანორთოსისა'' (2019-21) და აპოელ-ში (2021-22) უთამაშია. 2010 წელს ''გაგრადან'' დონეცკის ''შახტარში'' გადავიდა, თუმცა დონეცკური კლუბის პირველ გუნდში არ უთამაშია, იჯარით ''ილიჩევეცსა'' და ''ჩერნომორეცში'' იასპარეზა.

საქართველოს ეროვნულ გუნდში 50 მატჩში 13 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარკიზიოს უცნაური პასუხი - ტალანტებში ხვიჩა და ოსიმენი არ შეიყვანა
მარკიზიოს უცნაური პასუხი - ტალანტებში ხვიჩა და ოსიმენი არ შეიყვანა