დავით ნინიაშვილი, თედო აბჟანდაძე, მერაბ შარიქაძე, ვასილ ლობჟანიძე, სანდრო თოდუა, აკაკი ტაბუცაძე
Aa
Aa

ბორჯღალოსნების გამარჯვება - საქართველომ ესპანეთი გაანადგურა

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა - 3:41.

ანგარიში მე-3 წუთზე აკაკი ტაბუცაძემ გახსნა, მის ლელოს ესპანელებმა მე-7 წუთზე ვინუესას ზუსტი დარტყმით უპასუხეს. მე-8 წუთზე ტაბუცაძემ მეორე ლელო დადო, ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში რიგით 24-ე იყო და ამ მაჩვენებლით ირაკლი მაჩხანელს გაუთანაბრდა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები უდიდეს უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი ლევან მაისაშვილის გუნდმა ძალიან დამაჯერებლად 3:22 მოიგო.

პირველი ტაიმის მიმოხილვა

მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე მერაბ შარიქაძის ლელოს თედო აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. 64-ე წუთზე ლელო სანდრო თოდუამ დადო, ეროვნულ გუნდში ეს მისი მე-17 ლელოა 105-ე შეხვედრაში. 67-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა ლელო დადო და ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმის მიმოხილვა

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრა დიდი სხვაობით მოიგო. პირველ ტურში შინ გერმანია 75:12 დაამარცხა, შემდეგ სტუმრად ნიდერლანდებს სძლია (8:40), რასაც ესპანეთთან გასვლით მატჩში გამარჯვება მოჰყვა (3:41).

მსგავსი სიახლეები