მარკიზიოს უცნაური პასუხი - ტალანტებში ხვიჩა და ოსიმენი არ შეიყვანა
ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო La Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა. ერთ-ერთი კითხვა „იუვენტუსს“ ეხებოდა, რომელსაც ფინანსური მაქინაციების გამო 15 ქულა ჩამოაკლეს. იტალიელი დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ რაღაც შეიცვლება.
„უმჯობესია ამ საკითხე არ ვისაუბრო. მსურს, სეზონის ბოლომდე მოვიცადო. დარწმუნებული ვარ, რაღაც შეიცვლება“.
მარკიზიოს ევროპული ფეხბურთის გამორჩეულ ტალანტებზეც ჰკითხეს, მისი პასუხი ასეთი იყო: „უძლიერესი? ჩემთვის ასეთი ჰოლანდია, ის საუკეთესო გახდება. მის გარდა მუსიალასა და ბელინგემს ვხედავ. ასევე, პედრის, რომელიც ამტკიცებს, რომ უკვე გადამწყვეტ როლს ასრულებს. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ სიურპრიზები იტალიაშიც იქნება“.
Tutto Napoli ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მარკიზიომ გამორჩეულ ტალანტებში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არ დაასახელა.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში 19 მატჩში 10 გოლი შეაგდო, 9 საგოლე პასი შეასრულა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „ნაპოლიმ“ 20 შეხვედრა მოიგო, პირველ ადგილზეა. „პარტენოპეის“ 62 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ ელის, სერია A-ში კი მისი მომდევნო გაჩერება „ემპოლია“.