პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ლონდონის არსენალი
Aa
Aa

„ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო“ - პეპი ნოტინგემთან დაკარგული ქულების შემდეგ

ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში „მან. სიტი“ სტუმრად ბერნანდუ სილვას ბრწყინვალე გოლით „ნოტინგემს“ ამარცხებდა, თუმცა მატჩის მიწურულს კრის ვუდმა ანგარიში გაათანაბრა და „ქალაქელებმა“ ორი ქულა დაკარგეს (1:1).

მატჩის შემდეგ „მან. სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა:

„ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშეთ. ნამდვილად კარგი მატჩი იყო. ჩვენ დიდებული მომენტები გვქონდა, მაგრამ ესაა ფეხბურთი, გოლის გატანაა საჭირო. ყველაფერი გავაკეთეთ, ბევრი აშკარა მომენტი იყო. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, თუმცა 2 ქულა დავკარგეთ. უფრო აგრესიული თამაშია საჭირო. ვიცით, რომ წინ ბევრი შეხვედრაა“.

„მან. სიტის“ მთავარმა კონკურენტმა ლონდონის „არსენალმა“ სტუმრად „ასტონ ვილა“ 2:4 დაამარცხა. პირველი ტაიმი უნაი ემერის გუნდმა 2:1 მოიგო, თუმცა 61-ე წუთზე ზინჩენკომ ანგარიში გაათანაბრა, მესამე დამატებულ წუთზე ემილიანო მარტინესის ავტოგოლით მიკელ არტეტას გუნდი წინ გავიდა, მე-8 დამატებულ წუთზე გაბრიელ მარტინელიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:4.

„არსენალმა“ 23 შეხვედრაში 54 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციას 24 შეხვედრაში დაფიქსირებული 52 ქულით „მან. სიტი“ იკავებს. 25-ე ტურში „არსენალი“ „ლესტერს“ ესტუმრება, „მან. სიტი“ - „ბორნმუთს“. ორივე შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს
ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს