ანდრეა პირლო, საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ლობჟანიძე პირლოსთან იმუშავებს - ჰატაისპორმა ქართველი გაანათხოვრა

CrystalSport-ის ცნობით, საბა ლობჟანიძე კარიერას „კარაგიუმრიუკში“ გააგრძელებს. „ჰატაისპორმა“ 28 წლის ქართველი გარემარბი აღნიშნულ კლუბში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი „ჰატაისპორის“ კუთვნილებად რჩება, აღნიშნულ კლუბთან კონტრაქტი არ გაწყვეტილა.

ლობჟანიძეს ოფიციალური წინადადებით „ტრაბზონმა“ მიმართა, თუმცა ქართველმა შემტევმა ამ კლუბში თამაში არ ისურვა.

თურქული მედიის ინფორმაციით, საბას მიმართ ინტერესი „ფენერბახჩესაც“ ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი „კარაგიუმრიუკში“ თამაში იყო, რომელსაც იტალიელი ანდრეა პირლო წვრთნის.

21 ტურის შემდეგ ანდრეა პირლოს გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგაში 26 ქულა დააგროვა, მე-9 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს 12 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, საბამ „ჰატაისპორიდან“ წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა ძლიერი მიწისძვრის გამო ჰატაის პროვინცია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და კლუბი ჩემპიონატს ჩაეხსნა.

საბამ მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში, „ჰატაისპორის“ რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 4 საგოლე პასია. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს თურქულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია - ტრაბზონსპორში არ გადავიდა
საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია - ტრაბზონსპორში არ გადავიდა