კასანო: ოსიმენი წავა, კვარაცხელია კიდევ ერთი წლით დარჩება
„სასუოლოსთან“ „ნაპოლის“ გამარჯვების შემდეგ, კრისტიან ვიერიმ საკუთარ არხზე (bobo tv) თავისი ტრადიციული სტუმარი ანტონიო კასანო მიიწვია და მათი სასაუბრო თემა ოსიმენი-კვარაცხელიას ბრწყინვალე ტანდემი იყო.
იტალიური ფეხბურთის ორმა ვეტერანმა ვარსკვლავმა ლუჩანო სპალეტის გუნდის ლიდერების მომავალზე ისაუბრა:
კასანო:
„ნაპოლის გაჩერება ნამდვილად არ სურს. სასუოლოსთან კვარაცხელიასა და ოსიმენის მეშვეობით მათ ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგეს. 23 ტურში 62 ქულა რეკორდულია. სკუდეტო სულ უფრო ახლოს და ახლოს არის”.
ვიერი:
„ოსიმენი დაუნდობელია, მას გოლის გატანა თითოეულ ტურში შეუძლია. ფიზიკურად ვხედავ, რომ ევროპულ ტოპ კლუბში სათამაშოდ მზადაა. თუმცა დე ლაურენტისზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ის ადრე არაერთხელ გავაკრიტიკეთ, მაგრამ ამჯერად მან შედევრი შექმნა და ამის გაკეთება მომავალ წელსაც შეუძლია, ოსიმენისა და კვარაცხელიას შენარჩუნებით, რადგან მას ვალები არ აქვს“.
კასანო:
„ბობო არ გეთანხმები. ჩემი აზრით, სეზონის ბოლოს ოსიმენი წავა, რადგან მას ინგლისელები მას ანაზღაურების სახით წლიურად 15-16 მილიონ ევროს შესთავაზებენ. როგორ მიიღებს და შეეგუება ნაპოლი ასეთ შეთავაზებებს? თუმცა კვარა კიდევ ერთი წლით დარჩება, თუმცა ეს ორი მოთამაშე იტალიის ჩემპიონატის დონეზე ზედმეტად აღმატებული იყოს“.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენსა და კვარაცხელიას ძირითადად მსურველები ინგლისის პრემიერ ლიგიდან ჰყავთ. სეზონის ბოლოს მოსალოდნელია, რომ „ნაპოლი“ მათ სანაცვლოდ უამრავ შეთავაზებას მიიღებს.