დოჰას ტურნირი: ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-ქულიანი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს პირველმა და მსოფლიოს 84-ე ჩოგანმა თურქი ჩემ ილკელი (279-ე ჩოგანი) 2 სეტში 6:3, 7:5 დაამარცხა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ბრიტანელი ლიამ ბროდი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 140-ე ჩოგანი გახლავთ.
ბასილაშვილი დოჰაში ტრადიციულად სტაბილურად და კარგად გამოდის. მან ტურნირი 2021 წელს მოიგო, 2022-ში კი ფინალში ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ბოლოს ერთი კვირის წინ მონპელიეს ტურნირზე გამოვიდა, სადაც 1/8-ფინალში ფრანგ გრეგუარ ბარერესთან ორ სეტში 3:6, 4:6 დამარცხდა.