კრისტიან ატსუ
Aa
Aa

ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს

თურქული „ჰათაისფორისა“ და განას ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ატსუ რამდენიმე დღიანი ძებნის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს.

ფეხბურთელზე ბოლო დროს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. საბოლოოდ კი სამწუხაროდ, მისმა აგენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.

„კრისტიან ატსუ ნაპოვნია. სამწუხაროდ, ის დაიღუპა“,

- წერს მურატ უზუნმეჰმეთი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი ქალაქ ქაჰრამანმარაშში სახლის ნანგრევებში იპოვეს.

ატსუ თურქერთში გადასვლამდე „ჩელსის“, „ნიუკასლის“, „პორტუს“, „ევერტონის“, „მალაგასა“ და „ბორნმუთის“ ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ რეგიონში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად 7.7 მაგნიტუდის. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 40 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია არის ის, თუ რატომაც ვუყურებთ ფეხბურთს“ - უცხოელი ქომაგები ხვიჩაზე
„კვარაცხელია არის ის, თუ რატომაც ვუყურებთ ფეხბურთს“ - უცხოელი ქომაგები ხვიჩაზე