გამოკითხვა: მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანია Morning Consult-მა გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და იკითხა, თუ ვის თვლიდნენ ისინი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად.
ისტორიაში უდიდესად ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი დასახელდა.
გამოკითხულთა შორის ყველაზე მეტი ხმა (19%) სწორედ „ემჯეიმ“ მიიღო. მეორე ადგილზე NFL-ის შვიდგზის ჩემპიონი ტომ ბრეიდი გავიდა (12%). მესამე ადგილი კი მუჰამედ ალიმ დაიკავა (8%).
რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, ათეულში მხოლოდ ორი მათგანი მოხვდა - მესი და პელე. ათეული ასე გამოიყურება:
მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) - 19%
ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი) - 12%
მუჰამედ ალი (კრივი) - 8%
ბეიბ რუთი (ბეისბოლი) - 7%
კობი ბრაიანტი (კალათბურთი) - 5%
ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 4%
ჯიმ ტორპი (მძლეოსნობა) - 4%
ლეო მესი (ფეხბურთი) - 3%
პელე (ფეხბურთი) - 3%
სერენა უილიამსი (ჩოგბურთი) - 3%