ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სპალეტი: „კვარა პეპელასავით ფარფატებს“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და „სასუოლოსთან“ 2:0-ით მოგებულ შეხვედრაზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, ვიქტორ ოსიმენის ტრავმაზე ისაუბრა და „კვარა“ პეპელას შეადარა.

„მეტოქის სიძლიერეს თუ გავითვალისწინებთ, ეს გამარჯვება სხვებისგან გამორჩეული იყო. სასუოლო ნაპოლის ძალიან ჰგავს. ნეროვერდის შეტევების უკნიდან დაწყება უყვარს, შეუძლია, ბურთი სწრაფად გადააადგილოს და იცის, როგორ გადაეწყოს. ამ 3 ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აინტრახტთან გასამართი მატჩისთვის უკეთ მოვემზადებით.

როცა ბურთი გაქვს, მეტოქეს უფრო ნაკლებ შანსს აძლევ და სხვა მწვრთნელებიც ამ აზრზე არიან. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა თამაშით ისიამოვნეს და მატჩში აქტიურად იყვნენ ჩართული. ბრწყინვალე შეხვედრა იყო, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მომდევნო მეტოქისთვის მოვემზადოთ. ვიქტორს ყველაფერი წესრიგში აქვს. პირველადმა ტესტებმა სერიოზული დაზიანება არ გამოავლინა და უახლოეს საათებში, ყველაფერს დეტალურად გამოვიკვლევთ.

ჩვენს ბოლო მოგებებს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მატჩის რიტმიდან და სცენარიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო გამარჯვება იყო, თუმცა მოვიგეთ კვარაცხელიას წყალობით, რომელმაც სტარტი მეტოქის კარისგან შორს, პეპლის მსგავსი სიმსუბუქით აიღო, ბურთი წინ წაიღო, იფარფატა და მიმართულება შეცვალა. შემდეგ კი ოსიმენის ბრწყინვალე გოლი იყო. ნაპოლის სჭირდება, რომ ბალანსი იპოვოს და კვარასა და ოსიმენის ქმედებების მოლოდინში არ იყოს".

ამრიგად, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „ნაპოლიმ“ მეოცე შეხვედრა მოიგო. „პარტენოპეის“ 62 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ ელის, სერია A-ში კი მისი მომდევნო გაჩერება „ემპოლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თამაშის სანახავად ფულის გადახდა ნამდვილად ღირს“ - რას წერენ ხვიჩას გოლზე
„მისი თამაშის სანახავად ფულის გადახდა ნამდვილად ღირს“ - რას წერენ ხვიჩას გოლზე