რონალდუს 2 საგოლე გადაცემა - პირველი ძალიან მაგარი იყო, მეორე - შემთხვევითი
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ საკუთარ კედლებში, „ალ-ტაავონს“ დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და „ალ-ნასრის“ მაისურით, პირველი საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეხვედრაში ანგარიში აბდულრაჰმან ღარიბმა გახსნა. ამ უკანასკნელმა რონალდუს ძალიან მაგარი პასით ისარგებლა და ლამაზი გოლი გაიტანა. სტუმრებმა მეორე ტაიმის სტარტზე გაათანაბრეს. „ალ-ნასრის“ კარი ალვარო მედრანმა აიღო. 68-ე წუთზე, „ალ-ტაავონი“ წინ გავიდა, მაგრამ მსაჯმა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე დაფიქსირდა. „ალ-ნასრის“ მხრიდან თავი მადუმ გამოიჩინა, რომელსაც ისევ კრიშტიანუმ გაატანინა. პირველი ასისტისგან განსხვავებით, რონალდუმ ამ მომენტში საგოლე პასი შემთხვევით გააკეთა და ბურთის ცარიელ კარში გადაგზავნის ნაცვლად, ის თანაგუნდელს გადააწოდა. სხვათა შორის, რონალდუ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ „ალ-ნასრი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და 40 ქულა აქვს. რონალდუს გუნდი „ალ-იტიჰადს“ ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე უსწრებს და მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს, „დამაცის“ წინააღმდეგ გამართავს.