ედენ აზარი, ჯონ ობი მიკელი
Aa
Aa

ჯონ ობი მიკელი: „აზარი ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს“

„ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯონ ობი მიკელმა ედენ აზარზე ისაუბრა. ნიგერიელმა ნახევარმცველმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა და აზარს ყველაზე ზარმაცი მოთამაშე უწოდა, ვინც საკუთარი თვალით უნახავს.

„როცა მატჩების დღე მოდის, ყველას უნდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს და თუ ფეხბურთელი ამბობს, რომ არის დღე, როცა ვარჯიში არ უნდა, მაშინ ძირითადში მისი ადგილი არაა. ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ასეთი განცხადებები გასდიოდა, ედენ აზარი იყო.

ბელგიელი ფეხბურთელი არასდროს ვარჯიშობდა. უფრო მეტიც, ის ყველაზე ზარმაცი მოთამაშეა, ვინც ჩემს ცხოვრებაში მინახავს, მაგრამ როგორც კი, უქმეები მოდიოდა და მატჩი იწყებოდა, ის ბრწყინვალედ თამაშობდა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ აზარი „რეალის“ რიგებში თამაშობს, მაგრამ კარლო ანჩელოტი თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს. ბელგიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2019 წელს გადავიდა და „სამეფო კლუბმა“ მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადა. ედენის ანაზღაურება კვირაში 400 000 ფუნტი სტერლინგია და „ბლანკოსის“ გულშემატკივრები მის გაშვებას აქტიურად ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთში მესის საქმე დასრულებულია" - პსჟ-ს ქომაგები ლეოს აკრიტიკებენ
„ფეხბურთში მესის საქმე დასრულებულია" - პსჟ-ს ქომაგები ლეოს აკრიტიკებენ