ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო ბაიანო, გაბრიელ ბატისტუტა
Aa
Aa

„ჩემი და ბატისტუტას წყვილი მახსენდება“ - ბაიანო ხვიჩასა და ოსიმენზე

„ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა ფორვარდმა ფრანჩესკო ბაიანომ Radio Marte-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„დღეს, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის უძლიერესი ლატერალია, სხვა ასეთი არ მახსენდება. ქართველი და ვიქტორ ოსიმენი ერთმანეთს ბრწყინვალედ უგებენ, ერთად თამაში უხარიათ. კვარაცხელიასა და ოსიმენის წყვილი მაგონებს ურთიერთობას, როგორიც მე და გაბრიელ ბატისტუტას გვქონდა.

როცა „ფიორენტინაში“ ვთამაშობდი, ერთმანეთისთვის ვთამაშობდით და ამას მხიარულებით ვაკეთებდით. კვარაცხელიასა და ოსიმენის წყვილის თამაშშიც იგივეს ვხედავ“.

ბაიანომ ერთი საინტერესო ამბავიც გაიხსენა: „კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი „ნაპოლიში“ გავიტანე, თუმცა არ ჩამითვალეს. ამის გამო, დღეები არ მეძინა“.

ფრანჩესკო ბაიანო და გაბრიელ ბატისტუტა „ფიორენტინაში“ თანაგუნდელები 1992-97 წლებში იყვნენ. 1993-94 წლების სეზონში ფლორენციული კლუბი სერია ა-ში დაბრუნდა, 1995-96 წლების სეზონში იტალიის თასი მოიგო, 1996 წელს კი - სუპერთასი.

ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „კვარას“ ანგარიშზე 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. იგი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია, რომელსაც ეს სტატისტიკა აქვს გაფორმებული. ყველა ტურნირის ეგიდით, მან 23 მატჩში ითამაშა და 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორლანდო: „ნაპოლი კვარაცხელიას ტრანსფერზე უარს ამბობს, ეს სწორია“
ორლანდო: „ნაპოლი კვარაცხელიას ტრანსფერზე უარს ამბობს, ეს სწორია“