ნეიმარი, ტოდ ბოელი
Aa
Aa

ბოელი ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობს - პსჟ-ს ნეიმარის გაყიდვა სურს

Footmercato-ს ინფორმაციით, ნეიმარი შესაძლოა ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდეს. „არისტოკრატების“ მმართველები ნეიმარის გარემოცვას შეხვდნენ და ფეხბურთელის ინგლისურ კლუბში გადაბარგების შესაძლებლობა განიხილეს. პარიზული კლუბის მმართველებს ნეიმარის გუნდში ხილვა აღარ სურთ და მის გაყიდვას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავენ.

90 MIN-ის ინფორმაციით, 31 წლის შემტევის წარმომადგენლებმა პრემიერ ლიგის კლუბებს ნეიმართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ბრაზილიელს პსჟ-დან წასვლა გადაწყვეტილი აქვს. ამ ეტაპზე ინგლისური კლუბებიდან მხოლოდ „ჩელსი“ აქტიურობს.

მიმდინარე კვირაში Le Parisien-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულში ნეიმარის შეძენას შეეცდება. წყაროს თანახმად, „ჩელსის“ მფლობელი ტოდ ბოელი ლანჩზე პარი სენ-ჟერმენის მფლობელს ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდა.  ინგლისურ კლუბს ბრაზილიელის დამატება სურს, პსჟ კი წინააღმდეგი არაა მას მისაღებ ფასად შეელიოს. როგორც Le Parisien-ი წერს, „ჩელსი“ მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ეს მისაღები თანხაა. იმის გათვალისწინებით, რომ ნასერ ალ ხელაიფი გუნდში დიდი ტრიოს დაშლას გეგმავს, ეს ტრანსფერი სავსებით შესაძლებელი ხდება.

ნეიმარს, რომელიც 2017 წლიდან პსჟ-ში თამაშობს, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. მიმდინარე სეზონში ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 25 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები