„კვარა და ოსიმენი ხელშეუხებელნი არიან“ - ლოჩოშვილი ზედიზედ მე-7 მატჩს გამოტოვებს
სერია ა-ს 23-ე ტურში, 20 თებერვალს, „კრემონეზე“ სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება. Gazzetta-ს ინფორმაციით, კრემონულ კლუბს ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი ვერ დაეხმარება. მან ტრავმის გამო იტალიის ჩემპიონატისა და თასის გათვალისწინებით ზედიზედ ექვსი შეხვედრა გამოტოვა. „ტორინოსთან“ დაპირისპირება ზედიზედ მე-7 მატჩი იქნება, რომელშიც 24 წლის ქართველი მცველი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
Gazzetta-ს ინფორმაციით, ლუკა მოედანს 7 დღეში დაუბრუნდება და „რომასთან“ მატჩისთვის მზად იქნება, აღნიშნული დაპირისპირება კრემონაში, 28 თებერვალს გაიმართება.
Il Mattino-ს ინფორმაციით, „სასუოლოს“ წინააღმდეგ „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილებაა მოსალოდნელი. 22-ე ტურში „კრემონეზესთან“ გამართული მატჩისგან განსხვავებით ლუჩანო სპალეტი სასტარტო 11-ეულში ჟეზუსს, ოლივეირას, ელმასსა და პოლიტანოს ათამაშებს, რომელთაც სერია ა-ს გასულ ტურში „კრემონეზესთან“ არ უთამაშიათ. ტრავმის გამო „პარტენოპეის“ ჯაკომო რასპადორი ვერ დაეხმარება.
Il Mattino: „ნაპოლის“ სასტარტოში 4 ცვლილება იქნება, თუმცა კვარა და ოსიმენი ხელშეუხებელნი არიან“
Gazzetta-ს ინფორმაციით, „ნაპოლი“ „სასუოლოს“ წინააღმდეგ შემდეგი 11-ეულით ითამაშებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია
Il Mattino-ს ვერსიისგან განსხვავებით, Gazzetta-ს ინფორმაციით „ნაპოლის“ სასტარტოში ჟეზუსსა და ელმასს ვერ ვიხილავთ.
სერია ა-ს 23-ე ტურში „სასუოლო“ - „ნაპოლის“ შეხვედრა 17 თებერვალს, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.