ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ოლივერ გლასნერი
Aa
Aa

„მას არ ვიცნობდი, გაოცებული ვარ“ - აინტრახტის მწვრთნელი ხვიჩაზე

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრამდე Gazzetta dello Sport-თან ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, „ნაპოლი“ სერია ა-ს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, მარადონას შემდეგ ეს პირველად მოხდება. როცა ახალგაზრდა ვიყავი, დიეგო ჩემი კერპი იყო. 12 წლის ვიყავი, როცა 1986 წლის მუნდიალზე მარადონას თამაშით მოვიხიბლე. ის უდიდესი იყო.

ჩემზე შაბეჭდილება მოახდინა „ნაპოლის“ თამაშმა. თუ შეიძლება რომ ასე ვთქვათ, „ნაპოლი“ მსუბუქად, ანტი-იტალიურ სტილში თამაშობს.

ხვიჩა კვარაცხელიას არ ვიცნობდი. გაოცებული ვარ, რომ ქართველს ამდენად ბევრი დადებითი თვისება აქვს და სერია ა-ში სწრაფად დამკვიდრდა. ხშირად მას მარცხენა ფლანგზე ვხედავთ, საჯარიმოში ან მოედნის ცენტრისკენ დრიბლინგით მიიწევს, ორივე ფეხით ურტყამს. ფლანგზე უმეთვალყურეოდ არ უნდა დავტოვოთ, რომ საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინოს.

ბევრი „ნაპოლის“ შეტევაზე საუბრობს, მაგრამ გუნდს დიდებული ბალანსი აქვს, ძალიან ცოტა გოლი გაუშვა, „ნაპოლის“ კარისკენ ძალიან ცოტა დარტყმა შესრულდა, რაც ნიშნავს, რომ გუნდი დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობს. ვულოცავ ლუჩანო სპალეტის, თუმცა სისუსტეები ნებისმიერ გუნდს აქვს. ვეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „ნაპოლი“ სტუმრად „აინტრახტს“ 22 თებერვალს შეხვდება. საპასუხო შეხვედრა 16 მარტს ნეაპოლში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია - ტრაბზონსპორში არ გადავიდა
საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია - ტრაბზონსპორში არ გადავიდა