სანდრო მამუკელაშვილი, მილუოკი ბაქსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 5 მოხსნა - ჩიკაგოსთან 20 წუთზე მეტი ითამაშა

NBA-ში „ჩიკაგო ბულსი“ შინ „მილუოკი ბაქსთან“ 100-112 დამარცხდა. 

გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია, თუმცა პარკეტზე 20 წუთი და 36 წამი გაატარა. მის აქტივში 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაა.

სანდრომ 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან 4-ჯერ ისროლა, თუმცა უშედეგოდ. მას ბურთი არ დაუკარგავს და 2-ჯერ დაჯარიმდა.

აღსანიშნავია, რომ „მილუოკიმ“ ზედიზედ მე-12 შეხვედრა მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „ბოსტონ სელტიკს“ ჩამორჩება. „მილუოკის“ აქტივში 58-დან 41 მოგებული შეხვედრაა.


„მილუოკი“ შემდეგ შეხვედრას 25 თებერვალს, საკუთარ კედლებში „მაიამი ჰიტთან“ გამართავს.

შეგახსენებთ, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს განვითარების ლიგაში (G) ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღებს მონაწილეობას. 23 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა ტრავმირებული ჩარლზ ბესი ჩაანაცვლა. სანდროს აქამდე Next Up Game-ში (ყველა ვარსკვლავის მატჩი) არასდროს უთამაშია. მოთამაშეთა სიას ქომაგები და ლიგა ირჩევს. 24-დან 10-ს გულშემატკივართა ხმები წყვეტს. დარჩენილ 14-ს კი ლიგა ასახელებს. გუნდების კაპიტნებად ლუკა გარზა და სკუტ ჰენდერსონი აირჩიეს. მამუკელაშვილი გარზას გუნდში იქნება. G ლიგის ვარსკვლავების მატჩი NBA-ს ALL STAR-ის უიქენდზე (19 თებერვალი) გაიმართება, რომელსაც იუტა უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მაგარი მატჩი - ვირტუს ბოლონია იტალიის თასის ნახევარფინალშია
შენგელიას მაგარი მატჩი - ვირტუს ბოლონია იტალიის თასის ნახევარფინალშია