საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია - ტრაბზონსპორში არ გადავიდა
საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორი“ თურქეთში მომხდარი საშინელი მიწისძვრის გამო, მიმდინარე სეზონს ჩაეხსნა. ქართველი ფეხბურთელი ახალი გუნდის ძიებაში იყო და სხვადასხვა დროს, „ტრაბზონსპორს“, „კარაგიუმრიუკსა“ და „ფენერბაჰჩეს“ უკავშირებდნენ.
თურქული გამოცემის, Enganche Sports-ისა და ჟურნალისტის, რეშათ ჯან იოზბუდაკის ინფორმაციით, ლობჟანიძე „კარაგიუმრიუკში“ ითამაშებს. თურქული კლუბი მას იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე გაიფორმებს და მის ხელფასს დაფარავს.
Enganche Sports-ის მიხედვით, საბას წინადადება „ტრაბზონსპორიდანაც“ ჰქონდა, მაგრამ თურქეთის მოქმედ ჩემპიონში გადასვლაზე უარი ბოლო წამს თქვა. მსგავსი ინფორმაცია რაამდენიმე საათის წინ, Crystalsport-მაც გავავრცელეთ და გაუწყეთ, რომ ლობჟანიძის „ტრაბზონსპორში“ გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხული იყო.
შეგახსენებთ, რომ საბამ მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში, „ჰატაისპორის“ რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 4 საგოლე პასია. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს თურქულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.