ლუკა გუგეშაშვილი, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

გუგეშაშვილმა კარი მშრალად შეინახა | ყარაბაღმა გენტს მოუგო, ლეხმა არ წააგო

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგაც განახლდა და დღეს, ორი ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობა ვიხილეთ. ლუკა გუგეშაშვილი „ყარაბაღის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, ხოლო ნიკა კვეკვესკირმა „ლეხის“ მაისურით ითამაშა.

აზერბაიჯანული კლუბი კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში, საკუთარ კედლებში „გენტს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ლეანდრო ანდრადეა. „ყარაბაღმა“ ბრწყინვალედ იასპარეზა და მეტის გატანა შეეძლო, თუმცა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გააცუდა და პენალტიც ვერ გამოიყენა.

გუგეშაშვილს საქმე საერთოდ არ ჰქონია, რადგან ბელგიურმა კლუბმა მისი კარის მიმართულებით ზუსტად ვერც ერთხელ დაარტყა. ლუკამ 92-ე წუთზე, ყვითელი ბარათი მიიღო, რაც დროის გაყვანის გამო დაიმსახურა. კვეკვესკირს რაც შეეხება, ნიკამ კონფერენს ლიგის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრაში, მხოლოდ საწყისი ტაიმი ითამაშა და მეორე ნახევრის დაწყებამდე შეცვალეს. გიორგი წიტაიშვილს თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა, „ლეხისა“ და „ბოდო გლიმტის“ მატჩი კი 0:0 დასრულდა.

ცნობისთვის, „ყარაბაღისა“ და „გენტის“ განმეორებით შეხვედრა 25 თებერვალსაა ჩანიშნული და თბილისის დროით, 00:00-ზე დაიწყება. იგივე დროს ვიხილავთ „ლეხისა“ და „ბოდო გლიმტის“ მატჩს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური გდებით! - მარგველაშვილი თელ ავივის გრად სლემის ჩემპიონია
ეფექტური გდებით! - მარგველაშვილი თელ ავივის გრად სლემის ჩემპიონია