თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას მაგარი მატჩი - ვირტუს ბოლონია იტალიის თასის ნახევარფინალშია

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის თასისთვის ბრძოლა გამარჯვებით დაიწყო. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეოთხედფინალური დაპირისპირება „ვენეციას“ წინააღმდეგ გამართა და 82:68 მოიგო, რაშიც დიდი წვლილი თოკომ შეიტანა.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პარკეტზე 27 წუთი დაჰყო. ამ დროში, იგი „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და აქტივში 19 ქულა, 5 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონიას“ რიგებში, შენგელიაზე მეტი, 21 ქულა მარკო ბელინელის ანგარიშზეა. დენიელ ჰაკეტმა 13 ქულა გაიფორმა, მილოშ ტეოდოსიჩმა კი შეხვედრა 9 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

ამრიგად, შენგელია იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. დღეს, თბილისის დროით, 23:45-ზე, „ტორტონასა“ და „ტრენტოს“ დაპირისპირებაა ჩანიშნული და გამარჯვებული „ვირტუს ბოლონიას“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური გდებით! - მარგველაშვილი თელ ავივის გრად სლემის ჩემპიონია
ეფექტური გდებით! - მარგველაშვილი თელ ავივის გრად სლემის ჩემპიონია