არიგო საკი, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

არიგო საკი: „რონალდოსნაირ ფეხბურთელს ჩემს გუნდში არ გადავიყვანდი“

ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ რონალდოზე ისაუბრა. საკიმ ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „ელ ფენომენოს“ მსგავს ფეხბურთელს საკუთარ გუნდში არ გადაიყვანდა.

„რონალდოსთან მაშინ ვმუშაობდი, როცა რეალის ტექნიკური დირექტორი ვიყავი. ჩემს გუნდში მისნაირ ფეხბურთელს არ გადავიყვანდი, რადგან რონალდოს გამო, გამონაკლისების დაშვება მომიწევდა.

ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემს თერთმეტივე ფეხბურთელს ერთად ემუშავა და ერთი ორგანიზმი ყოფილიყო. თუ ფორვარდი საკუთარ პოზიციას ნელა უბრუნდება, ნიშნავს, რომ 10 კაცით რჩები. თუ ამას 2 ფეხბურთელი აკეთებს, 9 კაცი გრჩება. იგივე ეხებათ მცველებს, რომლებიც მათ წინ მყოფებს უნდა დაეხმარონ“.

შეგახსენებთ, რომ არიგო საკი „მილანთან“ ერთად, ჩემპიონთა თასის გამარჯვებული 1989 და 1990 წლებში გახდა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მან იტალიის ნაკრები ფინალში გაიყვანა და სხვადასხვა დროს, „ატლეტიკოში“, „პარმასა“ და „რიმინიში“ უმუშავია. იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მთავარ მწვრთნელად მიიჩნევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარიო რუი: „ხვიჩა უფრო და უფრო ძლიერი გახდება, მომატება კიდევ შეუძლია“
მარიო რუი: „ხვიჩა უფრო და უფრო ძლიერი გახდება, მომატება კიდევ შეუძლია“