ხვიჩა კვარაცხელია, ბადრი კვარაცხელია
Aa
Aa

„სასიამოვნოა, როდესაც მას სალაჰს ადარებენ“ - ხვიჩას მამის ინტერვიუ

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, მამუკა ჯუღელთან ერთად CalcioNapoli24-ს თავისი შვილის შესახებ ესაუბრა.

ბადრი კვარაცხელიამ ინტერვიუს დროს ხვიჩას ბავშვობა გაიხსენა და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

რას ამბობს კვარას მამა:

ხვიჩას ძალიან მოსწონს ქალაქი. თავიდან სასტუმროში ცხოვრობდა, მაგრამ გადავიდა სახლში, რომელიც ძალიან მოსწონს და არავითარი პრობლემა არ ჰქონია. ხვიჩას ძალიან უყვარს ნეაპოლი, ძალიან მოსწონს ქალაქში არსებული გარემო და აქ თავს შესანიშნავად გრძნობს. სანამ ჩამოვიდოდი, ყოველთვის იძახოდა, რომ ძალიან მოეწონა ქალაქი. შემდეგ, როცა ჩამოვედი, ამაში მეც დავრწმუნდი.

ჰგავს თუ არა ნეაპოლი საქართველოს? მსგავსება მართლაც არის, ეს მეც შევამჩნიე. როცა ქუჩებში ვსეირნობდი, თავი საქართველოში მეგონა. ხალხსაც როცა ვუყურებდი, ქართველები მეგონნენ.

ხვიჩამ ფეხბურთის თამაში ქუჩაში დაიწყო. როცა სკოლიდან, ან ვარჯიშიდან მოდიოდა, სულ ეზოში ჩადიოდა და თამაშობდა.

სალაჰი ძალიან მაგარი ფეხბურთელია, რომელიც „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერია. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სპალეტიმ ხვიჩა მას შეადარა. მაგრამ მას თავისი თამაში აქვს, მე კი მინდა, რომ ხვიჩამ თავისი თამაშით დაამახსოვროს გულშემატკივარს თავი.

სიმართლე რომ გითხრათ, სკუდეტოზე არ ვლაპარაკობთ, რადგან მითხრეს, რომ ადგილობრივებს ცრურწმენების სჯერათ. თუმცა ვიტყვი იმას, რომ ტურნირის დასრულებამდე 5-6 ტურით ადრე ყველაფერი კარგად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
DAZN-მა ხვიჩა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
DAZN-მა ხვიჩა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა