ვაჟა მარგველაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
Aa
Aa

თელ ავივის გრან სლემი - ვაჟა მარგველაშვილი ფინალში გავიდა

თელ ავივში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალში მარგველაშვილმა ესპანელი ალბერტო მარტინ გაიტეროს იპონით დაამარცხა.

მარგველაშვილმა ფინალამდე 4 მეტოქეს იტალიელ ფაბიო ბაზილეს , გერმანელ  ლენარტ სლამბერგერს და ბულგარელ იანისლავ გერჩევსა აჯობა. 

აღსანიშანავია,რომ ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ლაშა ნადირაძე იბრძოლებს, რომელმაც ნახევარფინალური დაპირისპირება აზერბაიჯანელ ძიუდოისტთან დათმო. ნახევარფინალამდე ნადირაძემ გერმანელ მარტინ სეცს, ეკვადორელ ლენინ პრესიადოსა და ებრაელ ბარუშ შმაილოვს მოუგო.

დღესვე თელ ავივის ტატამზე 60 კილოში ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობდა, რომელიც სამწუხაროდ მეორე წრეში ავსტრალეილ ჯოშუა კაცთან დამარცხდა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 7 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თელ ავივის გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
თელ ავივის გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია